|
2015-06-24 17:44:43, 493 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: რომან გოცირიძე ისეთივე განცხადებებს აკეთებს, როგორც მართავდა საქართველოს ეკონომიკას კუპონის დროს
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტის რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა. ხადურმა მის შეფასებას აბსოლუტურად უპასუხისმგებლო უწოდა. ფინანსთა მინისტრის თქმით, გოცირიძე აკეთებს ისეთივე განცხადებას, როგორც მართავდა საქართველოს ეკონომიკას კუპონის დროს. „რომან გოცირიძე აკეთებს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს. ის აკეთებს ისეთივე განცხადებებს, როგორც მართავდა საქართველოს კუპონების დროს. მისი განცხადებები აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილია. საუბრობს ვითომ სავარაუდო შემოსავლებზე ლიცენზიებიდან. მას შეუძლია ნახოს და გადაამოწმოს, რომ აღნიშნული ლიცენზიებიდან ფული უკვე შემოდის საქართველოს ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, დღევანდელ კურსზეა დათვლილი საქართველოს ბიუჯეტი. ჩვენ ნამდვილად შევამცირეთ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, სამინისტროებსა და უწყებებში. ამავე დროს, საქართველოში სტიქია მოხდა, ჩვენ გვიწევს თანხების მიმართვა სტიქიურ უბედურებებზე. თუ გოცირიძე სხვანაირად მოიქცევა, ძალიან მაინტერესებს, როგორ იქცეოდა მაშინ, ის როცა ვიცე-პრემიერი იყო ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მეც ძალიან კარგად მახსოვს და საქართველოს მოსახლეობასაც და გაცვლით კურსზე მაშინ ენერვიულა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. ფინანსთა მინისტრმა ასევე ექსპერტებს ობიექტური შეფასებების გაკეთებისაკენ მოუწოდა. "ჩემი თხოვნაა ყველა ექსპერტისადმი, რომ გააკეთონ მხოლოდ ობიექტური შეფასებები, რადგან საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. თუ ვინმეს ინფორმაცია არ აქვს, შეფასებებს ნუ გააკეთებს. ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას, თუ რას ემყარებოდა ჩვენი გათვლები, რა შემოსავლები იქნება, რა ხარჯები ექნება საქართველოს ბიუჯეტს და როგორ განვითარდება მოვლენები. არც აქამდე, გასული 6-7 თვის განმავლობაში, და არც ამის შემდეგ, საქართველოს ბიუჯეტს ლარის კურსზე დაწოლა არ ექნება. ამასაც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. და ამას გუშინწინ თავად გოცირიძე ამბობდა სხვათაშორის“, - აღნიშნა ხადურმა. შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, ბიუჯეტის კორექტირება რეალურად არ მომხდარა და მთავრობამ შემოსავლები და ხარჯები ლარის ახალი, გაუფასურებული კურსით გადათვალა. ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი, დაახლოებით, 140 მილიონი ლარით მცირდება.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)