02:43 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 17:53:39, 2054 ნახვა

რეგიონი
ე.წ. პრეზიდენტი: რა კავშირი აქვს საქართველოს ოსეთთან? არანაირი!

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტს გამოეხმაურა. 

როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს გადასაწყვეტია, თუმცა ე.წ. სამხრეთ ოსეთი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

"ვისაც ნერვოზი აქვს, ისინი დადიან წინ და უკან. ჩვენ მშვიდად ვართ, რადგან მკაფიო პოზიცია გაგვაჩნია, რომელიც უახლოესი ათასი წლის განმავლობაშიც კი, არ შეიცვლება. გაწევრიანდნენ ნატო-ში თუ უნდათ, ეს მათი უფლებაა. ჩვენი განვითარების ჩვენი ვექტორი გვაქვს და ეს რუსეთთან თანამშრომლობაა. სამხრეთ ოსეთი არასდროს იყო საქართველოს შემადგენლობაში, სამეფო რუსეთის დროსაც კი. რა კავშირი აქვს საქართველოს ოსეთთან? არანაირი!", - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics