05:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 10:45:55, 1852 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: ბულგარეთი მნიშვნელოვანი კარიბჭეა ევროპაში და გვინდა ამ ქვეყანასთან ჩვენი სატრანსპორტო კორიდორი გავაღრმავოთ

„ბულგარეთი მნიშვნელოვანი კარიბჭეა ჩვენთვის ევროპაში და გვინდა, გავაღრმავოთ ჩვენი სატრანსპორტო კორიდორი ამ ქვეყანასთან. ეს ეხება როგორც საბარჟო, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, საკონტეინეროს გამოყენებას“,  -ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრთან როსენ ჟელიაზკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბულგარეთში  ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. გიორგი ქობულია 5 აპრილს როსენ ჟელიაზკოვთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველო - ბულგარეთის სავაჭრო - ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომაში და ხელს მოაწერენ კომისიის სხდომის ოქმს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ბულგარეთის პორტს ბურგასს შორის ინტენსიური საბორნე მიმოსვლა განახლდა 2015 წლიდან და ყოველწლიურად ბურგასი - ბათუმის საზღვაო ნავსადგურებს შორის საავტომობილო ბორნით გადაზიდული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით,  გადაზიდული სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი 9,4 პროცენტით მეტი იყო.

 

  

 

(NS)

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics