17:38 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 10:26:50, 1275 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე ია კერზაიას საქმეზე - არ სწორი იქნება, წამზომით ვიხელმძღვანელოთ, უნდა ვიხელმძღვანელოთ შინაარსით

სამწუხაროდ, ზუგდიდში მოხდა ძალიან მძიმე, ადამიანური ტრაგედია და კარგად მესმის საზოგადობის მაღალი ინტერესი, რომ დადგინდეს თითოეული დეტალი და გარემოება ამ ტრაგედიის ირგვლივ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ყველა გაარემოების დადგენაზე მუშაობს.

„არ ვფიქრობ, რომ სწორი იქნება, ჩვენ წამზომით ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ შინაარსით და დარწმუნებული ვიყოთ მთელი ქართული საზოგადოება, რომ ამ საკითხის ირგვლივ ნებისმიერ კითხვაზე ადეკვატური პასუხი იქნება გაცემული და ჩვენ გვეცოდინება რეალური სურათი, რა მოხდა სინამდვილეში. განათლების მინისტრმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის, უპასუხოს ნებისმიერ კითხვას ამ ან სხვა საკითხთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო ორგანოოები ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე შეძლებენ ამ ტრაგედიის ირგვლივ ნებისნიერი გარემოების დადგენას და საზოგადოებას ეცოდინება რეალური სურათი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე უპასუხა წამყვანის კითხვას ევროპარლამენტარების ერთი ნაწილის მიმართვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპარლამენტში ბევრი მეგობარი ჰყავს, რომელთა რჩევები და მოსაზრებები მთავრობისთვის საინტერესოა.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics