12:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-24 16:15:25, 1289 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ვინც 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე საუბრობს, ის იმეორებს პუტინის სიტყვებს

მიხელ სააკაშვილის თქმით, ყველა, ვინც 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე საუბრობს, ის იმეორებს პუტინის სიტყვებს., -ამის შესახებ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ეს 9 წელი იყო არა სისხლიანი 9 წელი, ეს არის რუსული კლიშე და ვინც ამას იმეორებს, ის არის პუტინის გოშია და მონა. პუტინმა ვერ გვაპატია სწორედ ის, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული 9 წელი საქართველოს მთელს მრავალ საუკუნეების ისტორიაში, თავისი დიდი მიღწევებით და თავისი შეცდომებით, თასი გადამეტებებით. აბა როგორ გინდათ როცა რამე განსაკუთრებულს ქმნით?!,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ყრილობის მონაწილეებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"მე არ მიშვებენ ჩვენს ქვეყანაში ჩვენი სხვა ლიდერები ციხეშია, დანარჩენები რეპრესიების ქვეშ. ამ პირობებში ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები, დიდი მადლობა იმისთვის, რომ საპატიო თავმჯდომარედ ხელახლა მირჩევთ მაგრამ პარტიას სჭირდება თავმჯდომარე და პარტიას სჭირდება გრიგოლ ვაშაძე, რომელიც წესიერების პატრიოტიზმის გამაერთიანებლების სიმბოლო. სამარცხვინოა ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ მიხდება თქვენთვის მომართვა აშშ-დან მაგრამ აქაც არ ვზივართ უქმად და ხელებ ჩამოშვებული. აქაც მუდმივად ვიბრძვი და იმ მომენტში როცა გაჩნდება შესაძლებლობა შემოგიერთდეთ ბრძოლის ველზე საქართველოში, ჩემი გული ძგერს თქვენთან ერთად საქართველოსთვის. შევხვდებით სულ მალე თბილისში,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics