04:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 19:00:38, 2022 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი"  დაათვალიერა. მინისტრთან ერთად სასწავლებელში საქართველოს  სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და კოლეჯის პარტნიორი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები  იმყოფებოდნენ.

ეკონომიკის მინისტრი „სპექტრის" სასწავლო გარემოსა  და იქ არსებულ სახელოსნო - ლაბორატორიების ფუნქციონირებას გაეცნო.

„ეს არის ზუსტად ისეთი ტიპის სასწავლებელი, რომელიც სრულ თანხვედრაშია  ჩვენი პროფესიული გადამზადების სტრატეგიასთან და პროგრამასთან. სასწავლებელს აქვს  1200 კაცამდე ერთდროულად მომზადების  შესაძლებლობა, მათ შორის ელექტრიკოსების, შემდუღებლების, დურგლებისა და სხვა პროფესიებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვაქვს მისი გაფართოებისა და მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის სურვილი" - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის ინფორმაციით, სასწავლებლის მენეჯმენტთან ერთად განხილული იყო კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს შენობის რეაბილიტაციის, მშენებლობისა და გაფართოებისთვის. „ვიმსჯელეთ, რა არის ჩვენი მხრიდან საჭირო იმისთვის, რომ  უზრუნველვყოთ ეს დაწესებულება შესაბამისი მოწყობილობებით. სასწავლებლის ადმინისტრაციამ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა ინფრასტრუქტურის გაფართოებისა  და აღჭურვის საჭიროებების შესახებ. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ასეთი ცენტრის ნახვა და როგორც მთავრობა, ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ასეთ ინიციატივებს" - აღნიშნა ქობულიამ.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო მინისტრის ვიზიტი, იგი გაეცნო კოლეჯში არსებულ ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიებს, თანამედროვე მიდგომებსა და ინოვაციებს. დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა დასაქმებაა, შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ახალი მიმართულებები განვავითაროთ, მაგალითად, ავეჯის წარმოება და სადურგლო მიმართულება. ეკონომიკის მინისტრი გვპირდება თანადგომას ახალი პროექტების განხორციელებაში, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ გვყავდეს მეტი დასაქმებული და გვქონდეს მეტად განვითარებული ეკონომიკა", - განაცხადა „სპექტრის" ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ.

შეხვედრის დასასრულს კოლეჯ „სპექტრისა" და შპს „სანდოს"  შორის  მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავ პროფესიული განათლების განვითარებას, დასაქმების ხელშეწყობას და შრომის ბაზრის უზრუნველყოფას კვალიფიციური, პროფესიული კადრებით.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics