|
2019-03-21 14:00:06, 1895 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმი „World Travel Awards"-ის დაჯილდოებაზეა ნომინირებული
მსოფლიო ტურიზმის ოსკარად წოდებულ „World Travel Awards"-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ცნობადობის გაზრდას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რეგიონის ჟურნალისტებთან ერთად, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციას გაეცნო და ისაუბრა ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე რეგიონში. აღნიშნა, რომ ტურიზმს აქვს არაჩვეულებრივი პოტენციალი იქცეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წამყვან დარგად და აუცილებელია ამ პოტენციალის სრულად ათვისება. ,,მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ტურიზმის მდგრად განვითარებას რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე მიიღოს გრძელვადიანი სარგებელი. აუცილებელია მთავრობის მედიისა და საზოგადოების კოორდინირებული მოქმედებით ხელი შევუწყოთ ქალაქის გამარჯვებას აღნიშნულ ნომინაციაში და მისი ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე."- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორისაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი) და კუტნა ჰორა (ჩეხეთი). 28 აპრილამდე ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე https://www.worldtravelawards.com/vote შეუძლია. გამარჯვებული 8 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ მადეირაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება, რომელსაც მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიის 300-მდე წამყვანი კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება. „World Travel Awards»-ის ღონისძიება მსოფლიოში 1993 წლიდან ტარდება. დაჯილდოებაზე ნომინანტები კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)