22:27 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-13 20:55:12, 1560 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზური „დედა ენის“ პრეზენტაციას დაესწრო

ბათუმის მწერალთა სახლში წიგნის - აფხაზური ,,დედა ენა" პრეზენტაცია გაიმართა.

აჭარისა მთავრობის თავმჯდომარე პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ქართულ - აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აჭარაში მცხოვრები აფხაზების მხარდაჭერის მიზნით არაერთი პროგრამა ხორციელდება.

,,აფხაზური ენის განმტკიცება და გადარჩენა არის აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების აღდგენისა და გამყარების წინაპირობა. აფხაზებს და ქართველებს მხოლოდ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი უშლის ხელს და ეს არის რუსული ოკუპაცია. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ გაერთიანებულ ქვეყანაში ცხოვრებას",- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტი ,,აფხაზური ენა დამწყებთათვის"  აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.  პროექტის ფარგლებში, აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს წიგნები გადაეცათ. წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის. მასში მოცემული გაკვეთილებისა და თემების განხილვა დაეხმარება მკითხველს შეისწავლოს წერა-კითხვა აფხაზურ ენაზე, გაეცნოს ხშირად გამოყენებად სიტყვებსა და ფრაზებს, შეიძინოს დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი.

საღამოზე აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მნიშვნელობაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და სპეციალურ პროგრამებზე ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

ღონისძიებას აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების წევრები, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics