00:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 11:40:01, 1779 ნახვა

ეკონომიკა
ბუდაპეშტში ბიზნეს ფორუმი „უნგრეთი-საქართველო“ ჩატარდა

ბუდაპეშტში ბიზნეს ფორუმი „უნგრეთი-საქართველო“ ჩატარდა. უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნენ.
 საინვესტიციო ფორუმი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გახსნა. უცხოელმა ინვესტორებმა აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიიღეს.
 "აჭარის მთავრობა აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ჩვენ ინტენსიურ შეხვედრებს ვმართავთ პოტენციურ ინვესტორებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ძალიან ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები შედგა უნგრეთში. ჩვენი პარტნიორები აჭარით ძალიან დაინტერესებულები არიან. განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და უკვე არის დაინტერესება ადგილობრივი ინვესტორებისგან. ისინი აჭარის რეგიონს ეწვევიან და მათ ჩვენ უკვე ადგილზე გავაცნობთ რეგიონის საინვესტიციო გარემოს”- განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ. 
ფორუმის მონაწილეები აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნენ. ფორუმს უნგრეთის ელჩი ვიქტორია ჰორვატი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე ესწრებოდნენ. დელეგაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები გამართეს.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics