|
2019-03-02 11:42:08, 4328 ნახვა
კულტურა
არლში ვინსენტ ვან გოგის ფონდში ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა საფრანგეთში, ქალაქ არლში, ვინსენტ ვან გოგის ფონდში ოფიციალურად გაიხსნა. გამოფენის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, არლში ვინსენტ ვან გოგის ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელი ბიჩე ქურიგა, InfinitArt Foundation-ის დამფუძნებელი ადრიან ბარსანი, არლსის მერი ერვე სქიავეთი და არლში ვინსენტ ვანგოგის ფონდის პრეზიდენტი მაია ჰოფმანი ესწრებოდნენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია გამოფენილი. სამინისტროს მხარდაჭერით წარმოდგენილი გამოფენის დათვალიერება ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში 2 მარტიდან 1 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დამთვალიერებელი იხილავს ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან მათ შორის: „არსენალის მთა“, „ჟირაფი“, „რთველი“ და ვინსენტ ვან გოგის 5 ნამუშევარს, რომლებიც 1884-1889 წლებში შეიქმნა. მათ შორისაა შედევრები, როგორებიცაა „არლელი ქალბატონი“, „ხის მჭრელი“, „ფეხსაცმელები“, „მთესავი ჩამავალი მზის ფონზე“. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პარიზის ზდანევიჩის ფონდში დაცული ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914". წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“. გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებელი იხილავს რეჟისორ გიორგი შენგელიას მიერ ნიკო ფიროსმანზე 1969 წელს გადაღებული ფილმი „ფიროსმანი“. გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, “Infinitart Foundation Vienna" და არლში ვინსენტ ვანგოგის ფონდის ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების სივრცე ნიკო ფიროსმანიშვილის შემოქმედებით შთაგონებულ თანამედროვე არტისტთა ნამუშევრებსაც დაეთმობა. დამთვალიერებელი იხილავს ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილ მაგიდას სახელწოდებით “Table Of Pirosmani”, რომელიც იაპონელმა არტისტმა ფიროსმანაშვილის ხსოვნას მიუძღვნა, აგრეთვე, ჯორჯ ბაზელიცის, იოში მოტონარას, ანდრო ვეკუას, შირანა შაბაზის, კრისტინა ფორერის, ადრიან გენისა და რაფაელა ვოგელის ნამუშევრებს. მანამდე გამოფენა “NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds” ვენაში, ალბერტინას მუზეუმში, სამი თვით იყო წარმოდგენილი და ის 400 ათასამდე ვიზიტორმა იხილა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)