06:20 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 11:18:20, 1712 ნახვა

სამართალი
შსს-მ თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ბ.ი. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს, გვიან ღამით, ლისის ტბის დასახლებაში, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში მდებარე საცავიდან სხვადასხვა სახის სამშენებლო ხელსაწყო და აპარატურა მოიპარა. ავტომობილში მოათავსა. სამართალდამცველებმა ბ.ი. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიმალვას აპირებდა.

პოლიციამ მოპარული ხელსაწყოები ავტომანქანიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია გამოძიება მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics