10:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 13:43:00, 1274 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე: ბესელიას წასვლა უნდა იყოს დამაფიქრებელი - „ოცნება“ ღირებულებებს დაშორდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას გამოეხმაურა.

როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბესელიას წასვლა მმართველი გუნდისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვარ ეკა ბესელიას მეგობარი. ჩვენ ბევრი რამე გვაქვს ერთად გამოვლილი და მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება "ქართული ოცნებისთვის" უნდა იყოს ძალიან დამაფიქრებელი. ეს არის ნიშანი იმისა, რომ "ქართული ოცნება" დაშორდა ღირებულებებს“, - აღნიშნა ფოფხაძემ. 

რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა თავად მმართველი გუნდის დატოვებას, ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რამდენიმე დღეში ისაუბრებს.

„მინდა, მშვიდ, წყნარ ატმოსფეროში გავაკეთო განსაკუთრებული, გააზრებული და არგუმენტირებული ბრიფინგი, სადაც მომეცემა საშუალება,  სრულად გავშალო ის თემები, რაც ბოლო პერიოდში და ცოტა უფრო  ადრე ხდებოდა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics