05:26 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 19:37:30, 393 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა" ესწრება, რომელიც  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, ხიდაშელმა თემატურ სესიაში „აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების შესაძლებლობები” მიიღო მონაწილეობა. 
უწყების ცნობით, მოდერირებული დისკუსიის თემები იყო ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები, ევროკავშირის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტები და რუსეთის ბერკეტები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შესაჩერებლად.
კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის შედეგების, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების საკითხების განხილვას ეძღვნება. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოების გამოწვევებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics