23:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 20:17:26, 1283 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ესტონეთის ელჩს კაი კაარელსონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო დაინტერესებული სეგმენტისთვის გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით ინფორმაციის ოპერატიულად და სრულყოფილად მიწოდების მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობის საკითხს.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ელჩს აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„საქართველო ესტონეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ  მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა კაი კაარელსონმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ დღეს ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო მიღებას მართავს, რომელსაც მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics