22:02 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 17:59:39, 1867 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო მთავრობათშორისი ფორუმის - IGF-ის წევრი გახდება

საქართველო სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა  და მდგრადი განვითარების მთავრობათშორისი ფორუმის (IGF) წევრი გახდება - საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ინიციატივა საქართველოს მთავრობამ მოიწონა.

 როგორც ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, IGF-ში გაწევრიანების მიზანს წარმოადგენს საქართველოს სამთო-მოპოვებითი სექტორის ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო ასპარეზზე. ამავდროულად, აღნიშნული პლატფორმა საშუალებას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, თვალი ადევნონ წიაღის სექტორში არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და გამოწვევებს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი გამოცდილების გაზიარების პროცესში.

 სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა  და მდგრადი განვითარების მთავრობათშორის ფორუმში გაწევრიანებით საქართველოს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ყოველწლიურ შეხვედრებში, ასევე რეგიონულ ღონისძიებებსა და ფორუმებში, ქვეყნის საჭიროებების გათვალისწინებით ისარგებლოს შემოთავაზებული ტექნიკური დახმარებით,  შესაძლებლობების გაძლიერებისაკენ მიმართული პროგრამებით და  მიიღოს გაერთიანების მხარდაჭერა  შესაბამისი პოლიტიკის ჩარჩოს დანერგვის კუთხით. IGF-ი დაფუძნებულია ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე და  წევრ სახელმწიფოებს არ ეკისრებათ არავითარი იურიდიული, სახელშეკრულებო ან ფინანსური ვალდებულება. 

წიაღის მართვის სისტემური გაჯანსაღებისათვის მიმდინარეობს ძირეული რეფორმების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებასთან, ასევე, ფინანსური და ეკონომიკური სარგებლიანობის ოპტიმიზაციასთან იმისთვის, რომ ქვეყანაში სასაქონლო პროდუქტებით შეიქმნას დამატებითი ღირებულება. 

 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება წიაღის სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომლის ფარგლებშიც (I ფაზა - პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება) შერჩეული საკონსულტაციო ჯგუფის მიერ (ADAM SMITH INTERNATIONAL), რეფორმის განხორციელების პროცესში საქართველოს მიეცა რეკომენდაცია  სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა  და მდგრადი განვითარების მთავრობათშორის ფორუმში (IGF) გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

გასულ წელს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში გამართულ IGF-ის 14-ე ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაში, სადაც  განხილულ იქნა არსებული პლატფორმის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics