|
2019-02-21 17:56:24, 646 ნახვა
რეგიონი
საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად დაზარალებულებს ახალი ბინები უშენდებათ
ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სახლში 2017 წელს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მერია საცხოვრებელ ბინებს უშენებს. ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქალაქ ბათუმის მერთან ერთად გაეცნო. ,,დღეს გავეცანი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი კორპუსის მშენებლობის პროცესს. ეს არის ერთ-ერთი პროექტი, როცა სახელმწიფომ, თვითმმართველობამ შეძლო მოსახლეობის ინტერესების მყისიერი დაკმაყოფილება. როგორც კონტრაქტორი მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოები მაისისთვის დასრულდება. დარწმუნებული ვარ, 10-მდე ოჯახი, რომელიც აქ საცხოვრებელს მიიღებს, კმაყოფილი იქნება ახლად აშენებულ კორპუსში შექმნილი პირობებით"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მშენებლობას აუქციონში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდსმორი" აწარმოებს. ბაგრატიონის N127-ში მდებარე მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით ბათუმის მერიამ მშენებლობაზე ელექტრონული პირობიანი აუქციონი გამოაცხადა. პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დანგრეული შენობის ადგილას ახალი საცხოვრებელი კორპუსი უნდა ააშენოს, რომელიც დაზარალებულ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)