03:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 12:14:46, 1379 ნახვა

სამართალი
შსს-მ ზუგდიდში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ლ.ს. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან მოქალაქე დ.შ.-ს კუთვნილი 2620 აშშ დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლ.ს. თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაძარცვი თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics