03:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 11:26:49, 1476 ნახვა

სამართალი
ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე 2 პირი პასუხისგებაში მისცეს

საგამოძიებო სამსახურმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტების შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ ბათუმში მდებარე ხორცის ნახევარფაბრიკატების საწარმოებში, ფალსიფიცირებულ - თვისობრიობა შეცვლილ ხორცპროდუქტებს (კოტლეტი, გუფთა, ხინკალი) აწარმოებდნენ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტების შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს, მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილის და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება. აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე ვადით“, - წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics