02:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-18 17:58:56, 1616 ნახვა

სამართალი
შსს-მ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომხდარი მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნეს.

უწყების ცნობით, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ხუთი პირი, რომელთაგან 4 დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობაში ედებათ.

"დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული ი.ბ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ., 1985 წელს დაბადებული დ.ფ. და 1986 წელს დაბადებული ნ.ბ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ხუთივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სისტემატურად იპარავდნენ მსხვილფეხა პირუტყვს, რის შემდეგაც მათ რეალიზაციას სხვადასხვა პირების მეშვეობით, უკანონოდ ახდენდნენ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics