07:07 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-16 12:40:23, 4242 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ მომზადებული დოკუმენტი კონგრესის ორივე პალატას უკვე გაეგზავნა. ამით ტრამპი შეძლებს რომ, კონგრესის გვერდის ავლით საზღვარზე კედლის აშენება დაიწყოს. 

მედიის ცნობით, ტრამპის გადაწყვეტილება დემოკრატები გააკკრიტიკეს და განაცხადეს, რომ დადგენილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

გარდა ამისა, დადგენილების გაგზავნამდე, თეთრი სახლის ლიდერმა 2019 წლის ბიუჯეტს ხელი მოაწერა, რათა ე.წ. შათდაუნი აღარ განმეორდეს. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების დაპირება, ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს. კედლის მშენებლობისთვის 5.7 მილიარდი დოლარია საჭირო. 

ცნობისთვის, კედლის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ 35-დღიანი, ამერიკსი ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი გამოიწვია, როდესაც პრეზიდენტმა ბიუჯეტზე ხელის მოწერაზე უარი თქვა და უწყებები დაფინანსების გარეშე დატოვა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics