02:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 12:35:23, 1902 ნახვა

სამართალი
გახარია ფარულ ჩანაწერებზე: თუ დაგვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების დახმარების თხოვნა, ამასაც გავაკეთებთ

დღეს ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია დევნა 18 ადამიანზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანოებს კომუნიკაცია აქვს დაზარალებულ მხარესთან და ძირითადი მიზანი პირველწყაროს დადგენაა.

„დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია დევნა 18 ადამიანზე. ჩვენ დაზარალებულ მხარესთანაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ პირველწყაროს დადგენა. ერთხელ უკვე ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ, თუ ამ მიმართულებით დაგვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების დახმარების თხოვნა, ამასაც გავაკეთებთ. როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში ამას გავაკეთებთ. მარტივია საუბარი მსგავს დანაშაულზე სხვადასხვა სპეკულირების ტონალობით, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ვერ დავუშვებთ სხვაობას გავრცელების პირველწყაროს, შენახვას ან გავრცელებას შორის, ეს იქნება შეუძლებელი მსგავს დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისთვის, ამიტომ მივიჩნევთ, რომ რასაც გამოძიება აკეთებს, უნდა გაგრძელდეს. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი ჩანაწერების გავრცელება და ფლობა არა მხოლოდ ამორალური, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია და შსს ყოველთვის იქნება იძულებული, მსგავსი სახის დანაშაულზე ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics