01:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 11:29:08, 1576 ნახვა

სამართალი
პოლიციამ რუსთავში საცხოვრებელი ბინის ქურდობის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ბ.ჩ. და რუსეთის ორი მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული რ.ა. და 1967 წელს დაბადებული რ.კ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 11 თებერვალს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის კარი ე.წ. „ატმიჩკების“ საშუალებით გააღეს და მის გაქურდვას შეეცადნენ.

„სამართალდამცველებმა რ.ა. ბინიდან გამოსვლის და მიმალვის მცდელობისას, დანარჩენი ორი კი იმავე ბინაში, ადგილზევე დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნაქურდალი ოქროს ნივთები, სამკაულები, 4 000 აშშ დოლარი და ე.წ. „ატმიჩკები“.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics