01:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 19:39:56, 1685 ნახვა

სამართალი
შსს-მ კაფე „ახალი მზიურის“ გაქურდვის ფაქტი გახსნა - მხილებულია 4 არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ამხილეს 4 არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ს.დ., 2002 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2004 წელს დაბადებული მ.ბ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვნებმა თბილისში, პარკ „მზიურში“ სოციალური კაფე „ახალი მზიური“ გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, აიპადი და 178 ლარის მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, ასევე, გაქურდეს მაღაზია "აიტექნიკი", საიდანაც სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუქტებით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics