05:26 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 11:04:40, 459 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმს ბულგარეთის პრეზიდენტი ესტუმრა

საქართველოს  ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი  როსენ პლევნელიევი  ეწვია.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ბათუმის აეროპორტში პრეზიდენტს  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და  აჭარის ა.რ. მინისტრთა კაბინეტის წევრები დახვდნენ.

 დახვედრის ცერემონიის შემდეგ   სასტუმრო „ჰილტონში“    მე-12 საერთაშორისო კონფერენცია  “საქართველოს ევროპული გზა” გაიმართა.

„მიუხედავად იმისა რომ თბილისში მძიმე მდგომარეობაა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ჩვენ მოვახერხეთ ამ დიდი ღონისძიების ორგანიზებაბათუმში. ვფიქრობ ნაყოფიერად ჩაივლის და იქნება საინტერესო კონფერენცია.

გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც  მეორედ იმყოფება  ბათუმში. მნიშვნელოვანია მისი ვიზიტი რეგიონებს შორისურთიერთობისთვის. პრეზიდენტი დაინტერესებულია  აღდგეს საბორნე მიმოსვლა ბულგარეთის ქალაქებსა და ბათუმს შორის. სამომავლოდ ეს საკითხისაქართველოს მთავრობის დონეზე განიხილება, რადგან დიდი პერსპექტივა აქვს. ვისაუბრეთ ტურისტულ გამოცდილებაზე და ამ მიმართულებითთანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე. ბატონი პრეზიდენტი   ძალიან უშუალო, კომუნიკაბელური ადამიანია და დიდ პატივს სცემს საქართველოს“- განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ ხაბაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

 ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილხაბაძესთან ერთად ბათუმის ძველ ბულვარში გაისეირნებს და ძველი ქალაქის ისტორიას, აჭარის კულტურასა და ტურისტულ-ეკონომიკურ პოტენციალსგაეცნობა.   რის შემდეგაც   13:30 საათზე დაესწრება ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიალს.

ბულგარეთის პრეზიდენტი საქართველოდან  დღესვე   ბათუმის აეროპორტიდან გაემგზავრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics