19:35 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-11 12:45:35, 1264 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი: კობახიძემ აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა უმსგავსობის ორგანიზებაში

კობახიძემ აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში, - ასე გამოეხმაურა ენმ-ს ლიდერი, სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ლიეჟში მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას თქვა, რომ „ხელისუფლება დაეხმარება საზოგადოებას, როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ თავს წამოყოფს“.

სალადაშვილის შეფასებით, შიდა პარტიული არეულობის შემდეგ მმართველ გუნდში ენმ-ს მიმართ შიში კიდევ უფრო გამძაფრდა.

„რაც ვიხილეთ ლიეჟში, ეს ჩემი აზრით იყო, ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩვენს უახლეს ისტორიაში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა და აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ, სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში,რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როდესაც ჩასული ზონდერ ჯგუფები ხელს უშლიდნენ საკუთარი ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს მოქალაქეებს,რომ შეკრებილიყვნენ და საკუთარი აზრით დაეფიქსირებინათ“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics