23:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-07 16:43:24, 1550 ნახვა

სამართალი
„ნაციონალური მოძრაობა“ - ჩვენი ვებ-გვერდის მობილურ ვერსიაზე კიბერშეტევა განხორციელდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პარტიის ვებ-გვერდის მობილურ ვერსიაზე კიბერშეტევა განხორციელდა.

ენმ-ში ეჭვობენ, რომ თავდასხმა ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ განხორციელდა.

„დღეს  კიბერ შეტევა განხორციელდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვებ-გვერდის მობილურ ვერსიაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიის ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო საშუალებაზე  ჰაკერული თავდასხმა აქვს ადგილი. მსგავსი ქმედებები განსაკურებით ინტენსიური ხდება საარჩევნო პერიოდში.

ვებ-გვერდის მეშვეობით მთავარი ოპოზიციური პარტია აქტიურად აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას ქვეყნაში არსებულ მძიმე მდგომარეობის,  აგრეთვე  კვალიფიციურ შეთავაზებებს აუცილებელი ცვლილებების და რეფორმების დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გავქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მოქმედება განხორციელდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ.

გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი მეთოდებით ბრძოლა ვერ შეაჩერებს ქართული ოცნების პოლიტიკურ დასასრულს და კიდევ ერთხელ ააშკარავებს ხელისუფლების ჭეშმარიტ სახეს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics