22:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-06 11:33:10, 1364 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდობის 4 ფაქტი გახსნა - მხილებულია ორი არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდაბაში ორი არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2005 წელს დაბადებული ს.ტ. ამხილეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ბატას" მაღაზია გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, გ.ვ. და ს.ტ. მხილებულები არიან, აბაშიძის 35-ში მდებარე რესტორან "სტეიკ ჰაუსი"-ის გაქურდვის მცდელობის, მოსეშვილის ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზია "მაროსეს" და აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ქურდობის ფაქტებში.

არასრულწლოვნები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საცავში უკანო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics