16:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 13:42:06, 2210 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე - თუ ადამიანების დასჯა იმის გამო დავიწყეთ, რომ ვიდეო ნახეს, მაშინ ათასობით ადამიანის დაკავება მოგვიწევს

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე უნდა დაისაჯოს ის ვინც ვიდეო პოლიტიკური მიზნებისთვის გაავრცელა. 

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, თუ დააკავებენ ყველა ადამიანს ვინც ვიდეო ნახა, სამართალდამცველებს ბევრი ადამიანის დაპატიმრება მოუწევს, რაც არასამართლიანია. 

"ჩემი აზრით, ეგ არის სისულელე. დასასჯელია ადამიანი, რომელმაც ეს ფაილი ატვირთა. მას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი. ეგრე ინტერნეტში უამრავი ლინკი და სისულელე ყრია. გასაგებია, ჩვენ შეიძლება, არ მოგვწონდეს ეს საქციელი, ჩემი აზრით ამორალურია. მაგრამ ჩვენ თუ ამის გამო ადამიანების დასჯა დავიწყეთ, დასასჯელია ათობით ათასი ადამიანი. თუ ათობით ათასი ადამიანისგან 16-ს არჩევენ, მაშინ ეს არის შერჩევითი სამართალი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მისი თქმით, დაკავებულებს შორის "გირჩის" აქტივისტებიც არიან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics