16:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 16:45:48, 1313 ნახვა

კომენტარი
ბატიაშვილი: სასკოლო გამოცდები გაუქმებულია - ეროვნული გამოცდები წელს რჩება ისე, როგორც იყო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სასკოლო გამოსაშვები გამოცდები წელს დამამთავრებელი მოსწავლეებისთვისაც გაუქმდა და გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მინისტრის თქმით, ამ ნაწილში ცვლილებები წელს არ ამოქმედდება.

„პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, რომელიც ეხება თვითონ ცვლილებებს სასკოლო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით, ანუ გაუქმებულია მე-11 და მე-12 კლასში, ამას სჭირდება გარკვეული სამუშაოები, იგივე საკანონმდებლო დონეზე, რომელზეც აქამდეც ვმუშაობდით და დღესაც არის თათბირი ჩვენს თანამშრომლებთან, რომ რაც შეიძლება სწრაფ ტემპში გავიტანოთ ყველა ის ცვლილება, რომელიც საჭიროა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია. ცალსახად კიდევ ხაზს ვუსვამთ, რომ ეროვნული გამოცდები წელს რჩება ისე, როგორც იყო და ამას ცვლილება არ შეეხება არანაირად, ხოლო მომავალი წლის ცვლილება წელს ფიზიკურად შეუძლებელია განხორციელდეს, იმიტომ, რომ ამას სჭირდება მთელი რიგი სამუშაოები. ვფიქრობთ, ჩვენი ხედვა, რაც არის მოიცავს ძლიერი სკოლის განვითარებას და მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ სკოლა უნდა მივიღოთ რაც შეიძლება რეფორმირებული, კარგი პედაგოგებით, კარგი ინფრასტრუქტურით და გამოცდები უნდა ემსახურებოდეს, რეალურად ცოდნის შემოწმებას, ამას ჩვენ ვსაუბრობდით პირველივე დღიდან, რეფორმების წარდგენა დავიწყეთ საკმაოდ აქტიურ ფაზაში“, - განაცხადა განათლების მინისტრმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics