13:47 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 11:14:45, 474 ნახვა

საზოგადოება
ზოოპარკთან მილის დაზიანების გამო, ვაკისა და საბურთალოს ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 21:00 საათამდე შეუწყდება

ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 900 მმ-იანი მაგისტრალური მილდენის დაზიანების შედეგად, ვაკისა და საბურთალოს ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 21:00 საათამდე შეუწყდება.
ამის შესახებ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირი N5-ის უკან, სტიქიის ზონაში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად, 900 მმ-იანი მაგისტრალური მილდენი დაზიანდა.
კომპანიის ტექნიკური ბრიგადები უკვე ადგილზეა მობილიზებული, დაწყებულია ქსელების წყლისგან დაცლა, რის შემდეგაც დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება.
წყალმომარაგება საღამოს 9 საათამდე შეუწყდება ვაკისა და საბურთალოს შემდეგ ქუჩების: დოლიძის, ჩიქოვანის, იყალთოს, იყალთოს მთის, პანკისის, ნატახტრის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ჩაილურის, ტუსკიას, ლიხაურის, წინუბნის, ქარელის, ჭიათურის, ბოლქვაძის, ალექსიძის, ბერბუკის, ტყვარჩელის, აკურის, ბოჭორიშვილის, მიროტაძის, პეკინის, ყაზბეგის, კოსტავას, ჭავჭავაძის, აბაშიძის, ბარნოვის, მელიქიშვილის, კეკელიძის, ფალიაშვილის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, რაფიელ ერისთავის, ბაზალეთის, მცხეთის, ქუთათელაზის, შროშის, ქობულეთის, ჯანიაშვილის, შარტავას, მარაბდის, ტ.ტაბიძის, აბაშელის, მარუხის გმირების, ცხვედაძის, პეტრიაშვილის ატენის ქუჩებს.
"წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/გადაუდებელი ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics