05:26 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 17:08:01, 373 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა 100 მილიონ ლარს მიაღწიოს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა 100 მილიონ ლარს მიაღწიოს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა წყნეთში განაცხადა, სადაც სამთავრობო აგარაკზე განთავსებული დაზარალებული ოჯახები მოინახულა. 
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება მოსახლეობას მაქსიმალურად ეხმარება, ახალდაბაში გაწმენდით სამუშაოებში ჯარი ჩაერთო, დაზარალებული მოსახლეობა კი, კუთვნილი საცხოვრებელი სახლების აღდგენამდე, სამთავრობო აგარაკზე იცხოვრებს.
"ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას, რათა ეს რამდენიმე კვირა შედარებით მსუბუქად გადაიტანონ. სურათი ყოველდღე იცვლება და ზარალის ოდენობამ შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. ზარალი საკმაოდ სოლიდურია, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან და იმედი გვაქვს, ისინი დაგვეხმარებიან ამ პრობლემების დაძლევაში. ჩვენ მათ წარვუდგენთ კონკრეტულ პროექტებს პირველადი საჭიროებების შესახებ და ყველაფერს მაქსიმალურად მოკლე დროში მოვაგვარებთ",- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზარალებულებმა პრემიერს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლების მსგავსი მხარდაჭერა 2008 წლის ომის პერიოდშიც კი არ უგრძვნიათ.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამუშაოები სტიქიით დაზარალებულ უბნებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები, რომლებმაც სოლიდარობის საოცარი მაგალითი აჩვენეს. 
"გვერდით გვიდგას ჩვენი საამაყო ჯარი, მაშველები, პოლიციელები. ისინი არიან გმირები და ჩვენ ამ დღეების განმავლობაში გმირობის არაერთი გამოვლინება ვიხილეთ. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის, ეს კიდევ ერთხელ კრავს ჩვენს ერს, ჩვენს საზოგადოებას", - აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, წყნეთის სამთავრობო აგარაკზე სტიქიით დაზარალებული სოფელ ახალდაბის მცხოვრები 6 ოჯახია განთავსებული. ისინი უზრუნველყოფილი არიან საკვებით და პირველადი მოხმარების ნივთებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics