11:29 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-31 10:51:45, 1698 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია. გედევან ფოფხაძეს მეორე ტურში მხარი კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურები წარადგინა.

დასახელებული იყო სამი კანდიდატურა: გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი. ვინაიდან, პირველ ტურში  ვერცერთმა კანდიდატმა  ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, გაიმართა მეორე ტური, სადაც გედევან ფოფხაძეს მხარი კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილს - კომიტეტის ორმა  წევრმა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, მას შემდეგ, რაც არჩეული იქნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იგი თავის განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ  პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.

ეკა ბესელიამ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ  27 დეკემბერს გააკეთა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics