11:40 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-26 19:00:52, 1883 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე: დღეს მივაღწიეთ იმას, რომ 2019 წელი ჩინჩალაძის წელი არ იქნება

„ჩვენ დღეს მივაღწიეთ იმას, რომ 2019 წელი ჩინჩალაძის წელი არ იქნება“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის დამტკიცების საკითხის საგაზაფხულო სესიისთვის გადადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  წარდგენილი კანდიდატები არ იმსახურებენ უზენაეს სასამართლოში მანდატებს.

„ჩვენ დღეს მივაღწიეთ იმას, რომ 2019 წელი ჩინჩალაძის წელი არ იქნება, ამ შედეგს განვიხილავ, როგორც პროცესის შეჩერებას, სიაში შემავალი კანდიდატები არ იმსახურებენ ამ მანდატს, პირველ რიგში, საუბარია, რა თქმა უნდა, მიხეილ ჩინჩალაძეზე. გაზაფხულზე გადატანა დიდ საზოგადოებრივ დისკუსიას და მსჯელობას მოიტანს, ქართველი ხალხი იტყვის თავის სიტყვას და ეს არ მოხდება საახალწლო სუფრასთან, როგორც ახლა აპირებდნენ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ თუ ეს ქვეყანა იქნება დემოკრატია, ჩვენ შესაბამისი მანდატების, შესაბამისი კალიბრის იურისტები გვეყოლებიან უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics