00:56 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 15:33:32, 1298 ნახვა

კომენტარი
ქობულია ოპოზიციას - თუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უფრო ნაკლებად უჭირდა ხალხს, ეს არის ტყუილი

„მე ვთქვი, რომ ხალხს მეტად უჭირს, მაგრამ არა უფრო მეტად, ვიდრე უჭირდა „ნაციონალური მოძრაობის" დროს. თუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დროს უფრო ნაკლებად უჭირდა ხალხს, ეს არის ტყუილი“, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა" და „დემოკრატიული საქართველოს" წევრებს.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ გაიგო ბევრმა რა ვთქვი. ზუსტად ვთქვი შემდეგი - საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს. მაგრამ რადგანაც ხალხს დღეს არ უჭირს ბევრად უფრო მეტად ვიდრე უჭირდა გუშინ, ამისგან ხალხისთვის სიტუაცია არ იოლდება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სიღარიბის დაძლევა არის ნომერი პირველი ამოცანაა და მის დასაძლევად ბევრად მაღალი ტემპი გვჭირდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics