13:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-22 15:13:33, 2052 ნახვა

სამართალი
გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დამატებით 2 პირს ბრალი წარუდგინა

გევორქ  სარქისიანის მკვლელობის  საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის 2018 წლის 14 დეკემბერს მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და მოწმეების ხელმეორედ გამოკითხვის საფუძველზე,  ე. მ.-ს  მიმართ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლიდან განსაკუთრებული სისასტიკით   ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით  გადაკვალიფიცირდა.   (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 238’ მუხლის მე-2 ნაწილით).

ასევე, ამავე მუხლით, ბრალი წარედგინა  დამატებით 2 პირს, რ.კ.-ს და ს.მ.-ს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს  ს. მ.-ს და ე. მ.-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გევორქ სარქიასიანთან და  მეგობარ რ. კ.-თან  ერთად დაგეგმეს გევორქ სარქისიანის განზრახ მკვლელობა.

„რ. კ.-მ, ე. მ.-მ და ს. მ.-მ წინასწარი შეთანხმებით,  მოკვლის მიზნით, სამივემ  დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა არეში 19  ჭრილობა მიაყენეს გევორქ სარქიასიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად გევორქ სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.  

2018 წლის 12 ივლისს მომხდარი  გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე  გამოძიების პირველ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ე. მ.-ს  განზრახ მკვლელობის მუხლით ( საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი)  წარედგინა ბრალი, ხოლო 4 პირის ბრალეულობა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკვალიფიცირდა“, - აცხადებენ უწყებაში.

თუ რატომ არ მოხდა სარქისიანის მკვლელობაზე თავიდანვე ჯგუფურ დანაშაულზე ბრალის წაყენება მაშინ როდესაც ოჯახი  თავიდანვე აცხადებდა რომ ამ მკვლელობაში ფიგურირებდა რამოდენიმე ადამიანი, საქართველოს პროკურატურაში განმარტავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 12 ივლისს მოკლული 22 წლის გევორქ სარქისიანის მკვლელობას  წინ უძღოდა ე.წ. „ქუჩური გარჩევა“, რომელშიც მონაწილეობდა 9 პირი  პირველ ეტაპზე  საქმის მასალებში არ იკვეთებოდა რამდენიმე პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ნიშნები.

„გარდა ამისა გამოძიება ელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეში წარმოადგენდა იმ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რის საფუძველზეც  უკვე შემდგომ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება.  სწორედ ეს იყო მიზეზი,  თუ რატომ   აღიძრა საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით  და იმ ეტაპზე   რის საფუძველზეც    წარედგინა ბრალი მხოლოდ  ერთ პირს,  ხოლო  დანარჩენი 4 პირის ბრალეულობა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით იყო  კვალიფიცირებული“, - აცხადებენ პროკურატურაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics