00:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 18:36:51, 1401 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე შს მინისტრს ურჩევს, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“ უყუროს

„ჩემი ცოლის დაქალებს“ თუ არ უყურებთ, გირჩევთ, რომ უყუროთ. 2 წლით ადრე აკეთებს პროგნოზს, თუ რა მოხდება მომავალში, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ შს მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

მან აღნიშნა, რომ მინისტრისგან პასუხი ვერ მიიღო კითხვაზე: „რა როლი მიუძღვის ამ არჩევნებში კრიმინალს და თანამშრომლობდა თუ არა ხელისუფლება ქუჩის წვრილფეხა თუ მსხვილფეხა კრიმინალთან“.

„საარჩევნო უბნებზე ჩაცუცქულებიც იყვნენ, ჩამსხდრებიც, აყუდებულებიც და დაყუდებულებიც. „ჩემი ცოლის დაქალებს“ თუ არ უყურებთ, გირჩევთ, რომ უყუროთ. 2 წლით ადრე აკეთებს პროგნოზს, თუ რა მოხდება მომავალში. ჩაცუცქულობა, რომ აღდგა თქვენს დროს და მოძველბიჭო კრიმინალები, ეს ისედაც არის ნათელი და არა მხოლოდ ამ ფილმით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია გამოეხმაურა: „სერიალების გავლენის ქვეშიდან უნდა გამოხვიდეთ ბატონო რომან“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics