03:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 17:20:40, 1355 ნახვა

კომენტარი
გახარია: პოლიციელის, ჟურნალისტის უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო სახალხო დამცველს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა - გიორგი გახარიამ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა.

"სახალხო დამცველს ასევე მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო მათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ყველანაირი საშუალება კომფორტული, ჩვენ მათ შევთავაზეთ ავტობუსებით გადმოყვანა და მათი სურვილი იყო ავტომობილებით ბლოკირება თელავის ცენტრის და ინაუგურაციის ჩაშლა. როგორც ჩანს ეს გეგმა ჰქონდათ მათ, რაც ვერ განახორციელეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, დღეს ომბუდსმენმა შსს-ს თელავის მიმართულებით მომიტინგეთა თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics