|
2018-12-13 12:26:06, 1498 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: ბიუჯეტის დამტკიცებაც ვერ მოახერხეს, რაც „ოცნების“ უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს
"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ მმართველმა გუნდმა გუშინ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, ეს მათ უპასუხსიმგებლობაზე მეტყველებს. კაპანაძის თქმით, ამ ფაქტმა სისტემის ჩამოშლა წარმოაჩინა. "ბიუჯეტში ჩადებულია მაღალი ინფლაცია, გაზრდილია ვალი. არ არის შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯები. ამ ბიუჯეტის ათვისება არ ხდება და ყოველი წლის ბოლოს 200-250 ლარი რჩება მაშინ, როცა ეს ფული შეიძლება ბევრი მიმართულებით ყოფილიყო გამოყენებული. ბიუჯეტის პროექტის მიღებაც ვერ მოახერხეს, რაც "ქართული ოცნების" წევრების უპასუხისმგებლობაზე და იმაზე მეტყველებს, როგორი ჩამოშლილია სისტემა. ეს არის ლეგიტიმურობას მოკლებული ხელისუფლების სახე", - განაცხადა კაპანაძემ. ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა მიეღოთ, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა. სხდომა დღეს ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)