11:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 18:31:24, 1455 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია პურის ფასის გაზრდაზე - ამან გამოიწვია ჩვენი ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის თვალსაზრისით, რასაც გამოვიძიებთ

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, პურის ფასის გაძვირებამდე არასამართლიანი კონკურენციის პირობებს მთავრობა ვერ ხედავდა.

მისი თქმით, პურის ფასის მომატებამ გამოიწვია მთავრობის ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის კუთხით.

 „ჩვენ აქამდე ვერ ვხედავდით არასამართლიანი კონკურენციის პირობებს. დღეს პურის ფასმა მკვეთრად მოიმატა. ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ჩვენი ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის თვალსაზრისით, რასაც გამოვიძიებთ და შევისწავლით. თუ იქნება რაიმე პრობლემა, რეაგირებას მოვახდენთ. რაც შეეხება იმას, არის თუ არა გარე ფაქტორები, რომელსაც შეეძლო გამოეწვია პურის ფასის გაძვირება, ჩვენ გადავხედეთ ინფორმაციას საერთაშორისო ბაზრებზე და კი, არის ისეთი სიტუაცია რასაც შეიძლება გამოეწვია პურის ფასის ზრდა. მაგალითად, მსოფლიო ბაზრებზე აწეულია ხორბლის ფასი. თუ ჩვენ დავნახავთ, რომ არის რეალურად არაკონკურენტული გარმოს გამო მოხდა  ფასის აწეევა, მაშინ რეაგირებას მოვახდენთ, არაკონკონკურენციის სააგენტოს ფარგლებში“, - განაცხადა ქობულიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics