21:07 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 11:03:54, 1243 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ისტორიული ამოცანაა, რომელსაც საზოგადოება ითხოვს

 „თურმე ხელისუფლება არ აპირებს ოპოზიციასთან ილაპარაკოს საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე,  ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არანაირი სიგნალი არ მიუღიათ საზოგადოებისგან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

„აბსოლუტურად არანაირი სიგნალი არ მიუღიათ საზოგადოებისგან ამ არჩევნებზე. საზოგადოებისგან, რომლის ძალიან დიდი ნაწილი არის განწყობილი საპროტესტოდ და ეს სიგნალი მათ მისცა საზოგადოებამ, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ უკონტროლო და ერთპიროვნული მმართველობით. მათ ვერ გაიგეს, რომ ყველა მინუს „ქართული ოცნება“ ელოდება  ისეთი ტიპის არჩევნებს და ისეთი ტიპის ხელისუფლების ცვლილებას, სადაც ვერავინ იქნება შეუზღუდავი უკონტროლო და მითუმეტეს ერთი ადამიანის სურვილით მოქმედი პოლიტიკური ძალა.  დღეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის არა რომელიმე ერთი პარტიის ინტერესში, არამედ, ჩვენი ქვეყნის ისტორიული ამოცანა, რომელსაც ითხოვს საზოგადოება, რომ არც ერთი ხელისუფლება ასეთი არასწორი და უკონტროლო ბერკეტებით ხელისუფლებაში არ მოვიდეს“, - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics