21:07 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 17:20:04, 1172 ნახვა

პოლიტიკა
ბიურომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, 5-7 დეკემბრის რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს.

რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგში ერთი კენჭსაყრელი და 85 განსახილველი საკითხია - როგორც კანონპროექტები, ასევე სარატიფიკაციო დოკუმენტები.    

პარლამენტის სხდომაზე კენჭი ეყრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატურებს.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს და მისი თანმდევი კანონპროექტების მეორე და მესამე მოსმენით განხილვას გეგმავს.

კანონმდებლები რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით აღნიშნული სამსახური კვლავ შინაგან საქმეთა  სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.

ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე.

5 დეკემბერს 11:45 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, ხოლო რიგგარეშე სხდომა მუშაობას 12:00 საათიდან შეუდგება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics