19:12 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 14:10:46, 1331 ნახვა

პოლიტიკა
კოსაჩოვი: პოლიტიკაში ისეთი ხისტი ადამიანის ყოფნა, როგორც ზურაბიშვილია, სააკაშვილს დაბრუნებაში ხელს შეუშლის

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის კონსტანტინ კოსაჩოვის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, რომელიც მმართველი გუნდის მიერ არის მხარდაჭერილი, ქვეყნისთვის პირველ რიგში სტაბილურობას ნიშნავს.

ინფორმაციას Tass ავრცელებს. 

"გამარჯვება, ისეთ არჩევნებზე, სადაც მოსახლეობა პირდაპირი წესით პრეზიდენტს ბოლო ჯერ ირჩევდა,  საკმაოდ ბევრს ნიშნავს და მძიმე, კონფრონტაციული ბრძოლის პირობებში შედგა. ამ კონფრონტაციაში მიხეილ სააკასვილიც იყო ჩართული", - განაცხადა კოსაჩოვმა.

კოსაჩოვის თქმით, სააკაშვილს ამ არჩევნებში პირადი ინტერესი ჰქონდა, რადგან "წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ზურაბიშვილმა ის 2008 წელს, საკუთარი სოფლების დაბომბვაში დაადანაშაულა".

"მოგვიანებით ზურაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართა. პოლიტიკაში ასეთი ხისტი ადამიანის ყოფნა, როგორც ზურაბიშვილია, ხელს შეუშლის სააკაშვილს ამ სფეროში დაბრუნდეს, რაზეც ამდენი ხანია ოცნობობს. ის უკვე შეუდგა ჩვეული, არადემოკრატიული გზით წასვლას, მოსახლეობას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მმართველი გუნდის ოპონენტებმა უკვე აჩვენეს საკუთარი ძალას. ამიტომ პოლიტიკური განხეთქილების შეგრძენაბ ჯერ კიდევ არსებობს. იმის გათვალისიწნებით, რომ საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ ემოციურია, არ გამოვრციხავ რომ პროტესტი უკვე ქუჩის ფორმატში გაგრძელდეს", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics