23:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 16:44:48, 3161 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირში მოგზაურობის მსურველებს სიცრუის დეტექტორის გავლა მოუწევთ

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩასულ ვიზიტორებს საზღვარზე სიცრუის დეტექტორის გავლა მოუწევთ, - ამის შესახებ DW იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ახალი ინიციატივის ფარგლებში სტუმრებს მესაზღვრის ნაცვლად, სპეციალურად შექმნილი პროგრამა შეამოწმებს.

ანიმაციური კიბერ მესაზღვრე ვიზიტორებს პასპორტს, ვიზას და სხვა დოკუმენტებს შეუმოწმებს. გარდა ამისა, ის რამდენიმე შეკითხვას დაუსვამს, მაგალითად - რა გადააქვთ ჩანთით და რა არის მათი ვიზიტის მიზანი. სპეციალური პროგრამის საშუალებით კიბერ მესაზღვრე დაადგენს, იტყუება თუ არა მგზავრი. ამის შემდეგ პროგრამა პასუხებს გააანალიზებს და გასცემს ნებართვას ან უარს ეტყვის ქვეყანაში შესვლაზე.. 

თუ მოქალაქემ სიცრუის დეტექტორზე შემოწმება წარმატებით გაიარა, მას მესაზღვრეები აღარ შეამოწმებენ. ხოლო საპირისპირო შემთხვევაში პირს დამატებითი შემოწმების გავლა მოუწევს. 

მედიის ცნობით, 2019 წელს ასეთი ტიპის კიბერ მესაზღვრე ლიეტუვაში, უნგრეთსა და საბერძნეთში დაინერგება. პროექტის მიზანია ევროკავშირში შესვლა უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახადოს. 

სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა, რომელიც სიცრუის დეტექტორს და ანიმაციურ პოლიციელს აერთიანებს, პროექტ iBordedControl-ის ნაწილია. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics