21:42 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 21:02:09, 2784 ნახვა

მსოფლიო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ქერჩის სრუტეში არსებულ ვითარებაზე რუსეთის რეზოლუცია დაბლოკა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომაზე ქერჩის სრუტეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუცია დაბლოკა, - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დოკუმენტის წინააღმდეგ 7 წევრი გამოვიდა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებ.  როზულიციას მხარი 4 წევრმა დაუჭირა, ხოლო კიდევ ოთხმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

საბჭოს მუდმივმა წევრებმა საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, პოლონეთმა, შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდეს, დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები გაათავისუფლოს. მათ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს და რუსუთის მიერ წარმოებული პოლიტიკა გააკრიტიკეს.

ცნობისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნით, ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების ფონზე დაინიშნა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics