04:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 09:14:13, 1259 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილეებმა OSCE/ODHIR-ის წარმომადგენლებს არჩევნების პერიოდში დაწყებულ გამოძიებებზე ინფორმაცია მიაწოდეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების OSCE/ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მინისტრის მოადგილეებმა საერთაშორისო დამკვირვებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში და მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ. მათ, ასევე, ისაუბრეს აღნიშნული გამოძიებების ფარგლებში იმ ბრალდებულების შესახებ, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო.

ნათია მეზვრიშვილმა და ნინო ჯავახაძემ სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ყველა ის ღონისძიება გააცნეს, რომლები პოლიციამ, არჩევნების უსაფრთხოების მიზნით განახორციელა, როგორც პირველი ტურის განმავლობაში, ასევე, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში.

როგორც შეხვედრაზე ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პოლიცია არასათანადო რეაგირებას ახდენს ძალადობრივ ინციდენტებზე და თითქოსდა არჩევნები მიმდინარეობს ძალადობის ფონზე სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics