11:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-24 15:31:10, 1345 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი - მოვუწოდებთ ყველას, ვინც შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს, დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას

„ნებისმიერი სამართალდამრღვევის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, ვინც შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს,, პოლიციის ინფორმირება დაუყოვნებლივ მოახდინონ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, რომლის უმთავრესი ამოცანაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ამ მიზნით, ნებისმიერი სამართალდამრღვევის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი.

არჩევნების გამოცხადების დღიდან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, რომლებსაც პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას დანაშაულის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების შესახებ. მზად ვართ ნებისმიერ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას მივაწოდოთ ინფორმაცია გაწეული სამუშაოს შესახებ.

ამასთან, მოვუწოდებთ ყველა პირს და ორგანიზაციას, ვინც შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, მოახდინონ პოლიციის ინფორმირება დაუყოვნებლივ იმისთვის, რომ სამართალდამცავების მიერ თითოეული ფაქტის გადამოწმება და სათანადო რეაგირება არჩევნების დღემდე განხორციელდეს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics