11:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 15:08:42, 1291 ნახვა

კომენტარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ყალბი პირადობების დაბეჭდვის შესაძლებლობას გამორიცხავს

ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე სიცრუეს უწოდებს.

როგორც სარჯველაძემ განაცხადა, პირადობის მოწმობის დაბეჭდვას სპეციალური პროცედურები სჭირდება და ამ პროცედურების გავლის გარეშე, მისი დამზადება შეუძლებელია.

"დასახელდეს კონკრეტული ფაქტები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ანალიზი. თუმცა საკმარისად ითქვა ამის გამომრიცხავი ბევრი გარემოება. ვინაიდან, საბეჭდი ცენტრები იმ რეგიონებში, რომელზეც იყო საუბარი, საერთოდ არ არის განთავსებული და განთავსებულია სრულიად სხვა ტერიტორიულ ერთეულებში. არცერთი მიმართულებით არ შეიძლება, რომ არსებობდეს შანსი იმისა, რომ რაიმე რეალური დასაყრდენი ჰქონდეს იმ განცხადებებს და ბრალდებებს, რაც გუშინ გამოითქვა. გამიჭირდება წინასწარ პროგნოზირება, ვინ შეიძლება დაიბარონ, როგორ წარიმართოს პროცედურა, ამაზე პროგნოზების გაკეთება ჩემი მხრიდან არ ივარგებს,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics