18:25 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-17 16:23:09, 4516 ნახვა

ევროპის ამბები
თეიმურაზ გორჯესტანი: გადავწყვიტე დამეცვა დედაჩემი არამარტო მუქარისგან, არამედ საერთო სიცრუისგან

„გასულ პარასკევს ვიყავი ლონდონში, როდესაც მუქარა მივიღე ჩემს სოციალურ ქსელში, შემდეგ გავიგე, რომ იგივე მუქარა მიიღეს ჩემმა დამ და დედამ. პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ალბათ ყველა, ვისაც ჰყავს და, დედა, დამეთანხმება, რომ ეს სრულიად მიუღებელია. ეს არაკანონიერთან ერთად არაქართული ქმედებაა. იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ საქართველოში წამოვსულიყავი, ასე შორიდან ვეღარ ვუყურებდი რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. გადავწყვიტე დამეცვა დედაჩემი არამარტო მუქარისგან, არამედ საერთო სიცრუისგან, რაც მიმდინარეობს ამ ორი თვის მანძილზე სრული სიცრუეა და ამაზე ვეღარ გავჩუმდები. როგორ ბედავენ, დედაჩემი სალომე ზურაბიშვილი არის ოჯახიდან, რომელიც წითელი არმიის გამო ემიგრაციაში მოხვდა. ეს არის ქალი, რომელიც 80-იან წლებში საფრანგეთის დიპლომატიაში იყო, იბრძოდა თავისუფლებისთვის. როცა სხვა კანდიდატი საბჭოთა კავშირში იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა ამ ქვეყნიდან რუსული ჯარის გაყვანა. სრულიად არ მეგონა. დასაწყისში არ მინდოდა ამ კამპანიაში ჩართვა, რადგან მეგონა, რომ ევროპული სტილის კამპანია უნდა ყოფილიყო ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა კანდიდატები სხვადასხვა პოზიციები უნდა ჰქონდეს. კამპანიის დასაწყისშივე დაიწყო სიტყვა მოღალატით გაგრძელდა სრული სიცრუით. ესეთი რამ არ მინახავს არსად მსოფლიოში. ეს არ უნდა მოხდეს ევროპაში და ამერიკაში, ეს არ არის დემოკრატიული არჩევანი და არის ძველი სტილის, საბჭოთა კავშირის მეთოდები,ამის მიმდინარეები ჩამოიყვანეს საქართველოში და ებრძვიან ქალს, რომელიც არის თავისუფალი, ევროპელი და ამავდროულად საქართველოს პატრიოტი, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. მე, ამას არ ვამბობს როგორც შვილი, ვამბობ როგორც ევროპელი და როგორც ქართველი".

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი თეიმურაზ გორჯესტანი





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics