01:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 12:14:24, 1817 ნახვა

სამართალი
ირაკლი ფირცხალავა კლინიკაში გადაიყვანეს - მას ოპერაცია ჩაუტარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, მას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ესაჭიროება.

„პატიმრობაში მყოფი პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური პენიტენციური სამსახური წინამდებარე განცხადებას ავრცელებს.

მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას 2016 წელს დაესვა დიაგნოზი, ნაღველკენჭოვანი დაავადება ქრონიკული ქოლეცესტიტი, არტერიული ჰიპერტენზია და მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა. კერძოდ, მსჯავრდებული იღებდა სპაზმოლიტიკებს, ფერმენტულ პრეპარატებს, ტკივილგამაყუჩებლებსა და წნევის საწინააღმდეგო საშუალებებს. მიმდინარე წლის 29 აგვისტოს მსჯავრდებულს სპეციალისტის კონსულტაცია და ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარდა. ექოსკოპიური გამოკვლევისას ნაღვლის ბუშტში მრავლობითი კონკრემენტები (მაქსიმალური ზომა 10მმ, მინიმალური - 6 მმ) დაუდგინდა. დაისვა დიაგნოზი - ნაღველკენჭოვანი დაავადება ქრონიკული ქოლეცესტიტი, ეროზიული გასტროდუოდენიტი. 25 სექტემბერსა და 13 ნოემბერს ირაკლი ფირცხალავას განმეორებითი ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც იგივე სურათი გამოიკვეთა.

მსჯავრდებული უჩივის საერთო სისუსტეს, გულისრევის შეგრძნებას, უმადობას, ტკივილს ნაღვლის ბუშტის არეში, აღენიშნება წონაში კლება. ქირურგის რეკომენდაციით დაინიშნა ოპერაცია, რისთვისაც პენიტენციური სამსახურის მედპერსონალმა მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მიიჩნია საჭიროდ. შესაბამისად, თავად მსჯავრდებულის თანხმობით მოხდა მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის ჩასატარებლად“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics