07:19 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 20:19:33, 1584 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საელჩო აშშ-ში - ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით, საეჭვო ბლოგიდან დეზინფორმაცია ვრცელდება

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, დილიდან ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც საელჩოში განმარტავენ, კერძო ბლოგიდან გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ჯონ ბოლტონმა თბილისში ვიზიტისას შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ თავდაცვითი იარაღის შეძენაზე.

„დღეს დილიდან, ანონიმური წყაროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი ინფორმაცია. საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა ჩრდილი მიაყენონ საქართველო - ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებულად ბოლო წლებში უაღრესად პოზიტიურად ვითარდება და ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ელჩი ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული და ამ ვიზიტის კვალდაკვალ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics